“სამართალდამცავები კარვიდან ჩემს გათრევას აპირებდნენ, თუმცა შეეშალათ და თავს მძინარე აქტივისტებს დაესხნენ”

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ინფორმაციით, სამართალდამცავები კარვიდან მის გათრევას აპირებდნენ, თუმცა კარავი შეეშალათ და თავს მძინარე აქტივისტებს დაესხნენ. როგორც მან საკუთარ ფეისბუქ გვერდზე დაწერა, ხალხი სასტიკად ნაცემია.
“ისინი თავს დაესხნენ მძინარე აქტივისტებს და ხალხი სასტიკად სცემეს”,- წერს სააკაშვილი.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, შტურმი უკრაინის დროით დაახლოებით 06:00 საათზე დაიწყო. მათივე თქმით, სააკაშვილის მომხრეებს შორის დაშავებულები არიან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები