თბილისის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

დღეს, თბილისის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება.
კომპანია ”თელასის” ცნობით, ელექტროქსელის საიმედოობის გაზრდის მიზნით, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება საბურთალოს რაიონში, აღმაშენებლის ხეივნის (ნაწილობრივ), სოფელი დიღმის (ნაწილობრივ), დიღმის სასწავლო მეურნეობის, გიორგი ბრწყინვალეს, მეფე მირიანის, დავარის, ავთანდილის და ყურაშვილის ქუჩების მცხოვრებლებს. 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება, ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიის და ნუცუბიძის პლატოს IV მიკრორაიონის მცხოვრებლებს. ხოლო 11:00 საათიდან, 17:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: ვაჟა-ფშაველას გამზირის (ნაწილობრივ), ფანჯიკიძის, ტაშკენტის და ბუდაპეშტის ქუჩების მცხოვრებლებს.
 
ელექტროქსელის საიმედოობის გაზრდის მიზნით, შეზღუდვა გავრცელდება ნაძალადევის რაიონშიც, სადაც 12:00 საათიდან 14:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება, გუდამაყრის ქუჩის მცხოვრებლებს.
 
გლდანის რაიონში კი, 11:00 საათიდან 18:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება, გლდანის მასივის II, VII, VIII მიკრორაიონების, სოფელი გლდანის, მუხიანის აგარაკები, მუხიანის IVა, IVბ მიკრორაიონების და ქერჩის ქუჩის მცხოვრებლებს. ელექტროქსელის საიმედოობის გაზრდის მიზნით 11:00 საათიდან 12:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: მუხიანის III მიკრორაიონის მცხოვრებლებს. ელექტროქსელის საიმედოობის გაზრდის მიზნით 12:30 საათიდან 13:30 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: მუხიანი I მიკრორაიონის მცხოვრებლებს.
 
სამგორის რაიონში, ელექტროქსელის საიმედოობის გაზრდის მიზნით 10:00 საათიდან 18:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: ნავთლუღის დასახლების, სამშენებლო დასახლების, კახეთის გზატკეცილის, ჭიჭინაძის, გრიგოლ ლორთქიფანიძის, ჯავახეთის და პოლიციის ქუჩების მცხოვრებლებს.
 
ანალოგიური მიზეზით, 11:00 საათიდან 16:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილის მეურნეობის, სამგორის დასახლების, ვარკეთილის მეტროს მიმდებარე ტერიტორიის, ვარკეთილი-III ზემო პლატოს, კახეთის გზატკეცილის, რკინიგზის ჩიხის, თვალჭრელიძის, მაისურაძის, გახოკიძის და ბერიაშვილის ქუჩების მცხოვრებლებს.
 
ისნის რაიონში, ელექტროქსელის საიმედოობის გაზრდის მიზნით 11:00 საათიდან 14:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: ქეთევან წამებულის მოედნის, ქეთევან დედოფლის გამზირის (ნაწილობრივ), დოლაბაურის, კაჭარავას, ლეხ კაჩინსკის, არბოშიკის, სამასი არაგველის, გელოვანის, შავსოფლის, იალბუზის, პატარძეულის, ეთერ კაკულიას, უჯარმის, ბოდბეს, ეკატერინე ფორაქიშვილი-სარაჯიშვილის, ბოჭორმის და ზახაროვის ქუჩების მცხოვრებლებს.
 
ვაკის რაიონში ელექტროქსელის საიმედოობის გაზრდის მიზნით 10:00 საათიდან 18:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: დაბა წყნეთის (ნაწილობრივ) მცხოვრებლებს.
12:00 საათიდან 13:30 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: ილია ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ), დარიალის, აბაშიძის და ფალიაშვილის ქუჩების მცხოვრებლებს.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო და აცხადებენ, რომ სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები