ნინო ლაცაბიძე: რეგლამენტის ცვლილება მიზნად თბილისელებსა და მაჟორიტარ დეპუტატებს შორის კოორდინაციის გაძლიერებას ისახავს

მოსახლეობის პრობლემების კიდევ უფრო ეფექტიანად და სწრაფად მოგვარების, ასევე თბილისელებსა და მაჟორიტარ დეპუტატებს შორის კოორდინაციის გაძლიერების მიზნით, წარმომადგენლობითი ორგანოს რეგლამენტში ცვლილებები განხორციელდა.

როგორც საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე აღინიშნა, მოსახლეობასთან ყოველდღიური კომუნიკაცია და მათი თვითმმართველობის განხორციელების პროცესში აქტიური ჩართულობა, ოლქში არსებული პრობლემების პრიორიტეტების განსაზღვრას შეუწყობს ხელს, რაც მაჟორიტარს ბევრად უფრო ეფექტიანი და კონკრეტულ შედეგზე ორიენტირებული სამუშაო გეგმის შემუშავებაში დაეხმარება.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, კომენტარი საკრებულოს ისნის რაიონის მაჟორიტარმა წევრმა ნინო ლაცაბიძემ გააკეთა.

,,ჩვენ შევქმენით საინიციატივო ჯგუფი, რომლის მიერ შემუშავებული კონცეფციის შესაბამისად, რეგლამენტში არსებული სახელწოდება – მაჟორიტარის ოფისი მაჟორიტარი წევრის წარმომადგენლობით იცვლება. თანამშრომლების შერჩევა კი ღია და გამჭვირვალე კონკურსით მოხდება’’,- განაცხადა დეპუტატმა.

მისივე თქმით, საბოლოო ჯამში, შეიქმნა ერთიანი ვიზუალური სტანდარტი  და რაც მთავარია, წარმომადგენლობების მუშაობის ერთიანი სტილი.

აღნიშნული კონცეფციით, მაჟორიტარი წევრების წარმომადგენლობების მუშაობა ძირითადი პრინციპების დაცვით – ღიაობით, სისტემურობითა და გამჭვირვალობით იქნება გარანტირებული.

თბილისის საკრებულოში დღეს სხდომა გაიმართა, რომელზეც დეპუტატებმა დღის წესრიგით წარმოდგენილი 18 საკითხი განიხილეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები