კიევში სპეცნაზის მიკროვტობუსიდან სააკაშვილის გამოყვანის საქმეზე გამოძიება დაიწყო

კიევის პროკურატურამ სპეცნაზის მიკროვტობუსიდან მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებასთან დაკავშირებით, სისხლის სამართლის საქმე აღძრა.
ამის შესახებ „ინტერფაქს-უკრაინა“ სამართალდამცველ ორგანოებში არსებულ წყაროზე დაყრდნობით წერს.
„დაკავებული სააკაშვილის „გათავისუფლებასთან“ დაკავშირებით, გამოძიება უკრაინის სისხლის სამართლის კოდექსის 343-ე მუხლით დაიწყო. მუხლი გულისხმობს სამართალდამცველი ორგანოების მუშაკისთვის სამსახურეობრივ მოვალეობაში ჩარევას და ითვალისწინებს ჯარიმას, გამოსასწორებელ სამუშაოებს ან თავისუფლების აღკვეთას 6 თვემდე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები