უკრაინის შს მინისტრი: სააკაშვილი ვალდებულია უპასუხოს წარდგენილ ბრალდებას და თავი შეიკავოს სისხლისღვრის პროვოცირებისგან

“ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი ვალდებულია უპასუხოს წარდგენილ ბრალდებას და თავი შეიკავოს სისხლისღვრის პროვოცირებისგან”, – ამის შესახებ უკრაინის შს მინისტრმა, არსენ ავაკოვმა „ტვიტერის“ გვერდზე დაწერა.
„ნებისმიერი კონფლიქტი მხოლოდ კანონიერი გზით უნდა გადაიჭრას. სანამ არ იქნება სასამართლოს გადაწყვეტილება, მანამდე გამოსავალი არ იქნება. სააკაშვილი ვალდებულია დაემორჩილოს კანონის მოთხოვნას და უპასუხოს წარდგენილ ბრალდებას. ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი ვალდებულია უპასუხოს წარდგენილ ბრალდებას და თავი შეიკავოს სისხლისღვრის პროვოცირებისგან“, – წერს არსენი ავაკოვი „ტვიტერის“ გვერდზე.
შეგახსენებთ, რომ ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი დღეს დილით, კიევში დააკავეს. თუმცა, მისმა მხარდამჭერებმა სააკაშვილის სპეცრაზმის მანქანიდან გადმოყვანა შეძლეს. ამჟამად სააკაშვილი, მომხრეებთან ერთად, უმაღლესი რადას შენობისკენ მიემართება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები