ჩაჩავას კლინიკის “მშობელთა სკოლა” საინტერესოდ დაგეგმილ სემინარებზე მომავალ მშობლებს მნიშვნელოვან ინფორმაციას აწვდის

ჩაჩავას კლინიკის “მშობელთა სკოლა” საინტერესოდ დაგეგმილ სემინარებზე მომავალ დედებს მათთვის საინტერესო ინფორმაციას აწვდის. რა ცვლილებები მიმდინარეობს ქალის ორგანიზმში ორსულობის პერიოდში ? როგორ იზრდება და ვითარდება ნაყოფი თვეების მიხედვით? მომავალ დედებთან ერთად ამ ინფორმაციას მომავალი მამებიც შეიტყობენ. კლინიკის ინფორმაციით, მშობიარობის პროცესისადმი შიშის დაძლევაში ფსიქო-ფიზიკური ტრეინინგი დაგეხმარებათ, რომლის დროსაც მსოფლიოში მიღებული სხვადასხვა მეთოდით შეისწავლით მშობიარობის მართვას.
იმისთვის, რომ ორსულობა სწორად წარიმართოს და ქვეყანას ჯანმრთელი და განვითარებული პატარა მოევლინოს, აუცილებელია ორსულმა და მის ირგვლივ მყოფებმა რაც შეიძლება მეტი იცოდნენ ამ „ჯადოსნური“ ცხრა თვის შესახებ.

ჩაჩავას კლინიკის მშობელთა სკოლა – ადგილი, სადაც მოუხარიათ მომავალ დედებს და არა მხოლოდ მათ! მშობელთა სკოლაში ხომ სიამოვნებით გვსტუმრობენ მომავალი მამებიც. აქ ისინი ემზადებიან თავიანთი პატარას დაბადებისთვის.

ჩაჩავას კლინიკის „მშობელთა სკოლა“. საინტერესოდ დაგეგმილ სემინარებზე თქვენ შეიტყობთ:

თუ რა ცვლილებები მიმდინარეობს ქალის ორგანიზმში ორსულობის პერიოდში

როგორ იზრდება და ვითარდება ნაყოფი თვეების მიხედვით

როგორია ორსულის კვების პრინციპები,წონის მატების ნორმები

ორსულის მოვლა და ჰიგიენა

ფიზიკური აქტივობა

მგზავრობა და სქესობრივი ცხოვრება

ორსულობისათვის დამახასიათებელი დისკომფორტები და მათი თავიდან აცილების მეთოდები

მშობიარობის შემდგომი მოვლა მნიშვნელოვანია, რომ მომავალმა მშობლებმა იცოდნენ როგორ მოუარონ პატარას. ჩვენი კლინიკის მშობელთა სკოლის პედიატრები მოგცემენ სასარგებლო რჩევებს და პრაქტიკულად შეგასწავლიან ბავშვის მოვლას. მშობელთა სკოლაში მომავალი მშობლები ეცნობიან ახალშობილის ფიზიოლოგიურ თავისებურებებს, ჰიგიენური დამუშავების წესებს, ბუნებრივი, ანუ ძუძუთი კვების მთავარ პრინციპებს და ლაქტაციისთვის ხელშემწყობ პირობებს.გარდა ამისა, მომავალი მშობლები წინასწარ იღებენ ინფორმაციას იმის შესახებ, თუ რას ნიშნავს ,,სითბური ჯაჭვი“, დედისა და ახალშობილის კანით-კანთან კონტაქტი, აგრეთვე, იმას, თუ რაოდენ დიდი მნიშნელობა აქვს მშობიარობაზე მამის დასწრებას. მომავალი მშობლები მშობელთა სკოლაში ეცნობიან იმ საშიშ ნიშნებს, რომლებსაც აუცილებლად უნდა მიაქციონ ყურადღება ბავშვის მოვლისა და ზრდა-განვითარების პროცესში.
სემინარებზე განვიხილავთ: ახალშობილის მოვლას და ჰიგიენის საკითხებს; ახალშობილის კვებასთან დაკავშირებულ საკითხებს; ვისაუბრებთ ძუძუთი კვების უპირატესობებზე,წარმატებული ძუძუთი კვების პრინციპებზე. ვუპასუხებთ თქვენს ყველა შეკითხვას და მოგამზადებთ თქვენს პატარასთან შესახვედრად.
თითოეული სემინარი გამდიდრებულია თემატური ვიდეომასალის ჩვენებით.
მნიშვნელოვანია ორსულისა და მისი მეუღლის ფსიქოლოგიური მომზადება მშობიარობის პროცესისადმი. მომავალი მშობლები მშობიარობას უნდა ელოდებოდნენ არა შიშით, არამედ მომავალი სიხარულის მოლოდინით. მშობელთა სკოლა დაგეხმარებათ, მომზადებული შეხვდეთ ამ საპასუხისმგებლო მომენტს.
როგორც ჩვენი კლინიკის მეან-გინეკოლოგები აღნიშნავენ, მშობიარეებს, რომელთაც „მშობელთა სკოლაში“ აქვთ გავლილი სემინარები და ფიზიკური ვარჯიშები, მომზადებულები ხვდებიან ამ საპასუხისმგებლო პროცესს და ნაკლებად არიან დაძაბულები. შესაბამისად, ტკივილის შეგრძნება მშობიარობის დროს საგრძნობლად მცირდება.
მშობიარობის პროცესისადმი შიშის დაძლევაში დაგეხმარებათ ფსიქო-ფიზიკური ტრეინინგი, რომლის დროსაც მსოფლიოში მიღებული სხვადასხვა მეთოდით შეისწავლით მშობიარობის მართვას (ტკივილდაყუჩება, სხვადასხვა სუნთქვითი ტექნიკა, მშობიარობისთვის აუცილებელი მოდუნების ტრეინინგი, სწორი ჭინთვების სწავლება). ჩაჩავას კლინიკის „მშობელთა სკოლაში“ ფუნქციონირებს ჯგუფები, სადაც სპეციალურად მომზადებული ინსტრუქტორის მეთვალყურეობის ქვეშ თქვენ შეგიძლიათ უსაფრთხო და სასარგებლო ვარჯიშების შესრულება.
ორსულობა და მშობიარობა დიდი ენერგიის ხარჯვასთან არის დაკავშირებული, ამიტომაც, რაც უფრო მეტად იქნებით ფიზიკურად მომზადებული, მით უფრო კარგად იგრძნობთ თავს ორსულობის პერიოდში და შეგიმსუბუქდებათ მშობიარობის პროცესი, ამასთანავე უფრო მალე დაიბრუნებთ სხეულისთვის საწყის წონას მშობიარობის შემდეგ.
ორსულობის შემდეგ მოხდენილი ფიგურის დასაბრუნებლად შეგიძლიათ ეწვიოთ ჩაჩავას კლინიკის ესთეტიკური მედიცინის ცენტრს.

მშობელთა სკოლაში მიღება უკვე დაიწყო! იჩქარეთ!

ჩასაწერად დაგვიკავშირიდით ნომერზე 2 95 33 11

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები