მხარდამჭერები სააკაშვილის მიკროავტობუსს გადაადგილების საშუალებას არ აძლევენ (live)

კიევში, სპეცოპერაციის დროს დაკავებულ მიხეილ სააკაშვილს, რომელიც სამართალდამცველების მიკროავტობუსში იმყოფება, გადაადგილების საშუალებას არ აძლევენ.

როგორც ადგილობრივი მედია იტყობინება, მხარდამჭერებმა გზა გადაკეტეს და მიკროავტობუსი ალყაში მოაქციეს. სააკაშვილის თანამოაზრეები, კიევში კოსტიოლნის ქუჩაზე იმყოფებიან, ადგილზე იმყოფებიან სპეცრაზმის თანამშრომლებიც. სწორედ ამ ქუჩაზე განხორციელდა დღეს, დილიდან  სპეცოპერაცია, რის შემდეგაც, მიხეილ სააკაშვილი დააკავეს.

შეგახსენებთ, რომ მიხეილ სააკაშვილი, კიევში, ცოტა ხნის წინ დააკავეს. საქართველოს ექსპრეზიდენტი სპეცრაზმმა შენობიდან ცოტა ხნის წინ გამოიყვანა. სამართალდამცველებმა დაკავებული მიხეილ სააკაშვილი სპეციალურ მიკროავტობუსში ჩასვეს. საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის ბინაში, ჩხრეკას უკრაინის გენერალური პროკურატურა და უსაფრთხოების სამსახური დილიდან ატარებდა. სააკაშვილი საცხოვრებელი კორპუსის სახურავზე ავიდა და მხარდამჭერებს იქიდან მიმართა.
შეკრებილ მხარდამჭერებსა და სპეცდანიშნულების რაზმს შორის, ფიზიკური დაპირისპირებაც მოხდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები