ვახტანგ გომელაური: სპეცოპერაციის დროს ლიკვიდირებული ადამიანების ვინაობის დადგენაზე მუშაობა ამ დრომდე გრძელდება

სახელმწიფოს უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ვახტანგ გომელაურის ინფორმაციით, სპეცოპერაციის დროს ლიკვიდირებული ადამიანების ვინაობის დადგენაზე მუშაობა ამ დრომდე გრძელდება.
“ერთ-ერთი ვიცით და დანარჩენზე ვმუშაობთ ჩვენს კოლეგებთან, ამერიკულ მხარეს ვთხოვეთ და ისინი დანარჩენი პირების დადგენაში გვეხმარებიან”- განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.
მისივე თქმით, სპეცოპერაცია სწორად ჩატარდა და სწორი თანმიმდევრობით დასრულდა. ვერსიებზე საუბრისას, გომელაურმა აღნიშნა, რომ ქართულ მხარეს აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიურო ეხმარება.
სპეცოპერაცია, რომელიც 20 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა, 22 ნოემბერს საღამოს დასრულდა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, დაკავებულია 1 ადამიანი, ხოლო სამი მოკლულია. სპეცოპერაციისას დაკავებული პირი საედ დუდაევია.
სპეცოპერაციის დროს, სამართალდამცველებსა და ტერორიზმში ეჭვმიტანილებს შორის შეტაკებას ერთი სპეცრაზმელი ემსხვერპლა, ოთხი კი დაიჭრა.
აჰმედ ჩატაევმა, თბილისში, 22 ნოემბერს ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე, კონტრტერორისტული სპეცოპერაციის დროს, თავი აიფეთქა. ეს ფაქტი, დამნაშავეთა ცხედრების ექსპერტიზის შემდეგ, საქართველოს უსაფრთხოების სამსახურში დაადასტურეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები