აშშ და სამხრეთ კორეა, საჰაერო საბრძოლო წვრთნებს განახორციელებენ

ამერიკული საბრძოლო თვითმფრინვი F-22, სამხრეთ კორეის ტერიტორიზე, საჰაერო საბრძოლო წვრთნებს განახორციელებს. ჩრდილოეთ კორეაში განაცხადეს, რომ აშშ-ის და სამხრეთ კორეის საბრძოლო წვრთნები „ღია პროვოკაციაა“, რომელმაც შესაძლოა ბირთვული იარაღის გამოყენება გამოიწვიოს.
აშშ-ის ეროვნული თავდაცვის წარმომადგენელმა ჰერბერტ მაკმასტერმა, კალიფორნიაში გამართულ შეხვედრაზე განაცხადა, რომ კორეის ნახევარკუნძულზე საომარი სიტუაციები ყოველდღიურად იზრდება.
ჩრდილოეთ კორეის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ დონალდ ტრამპი ბირთვულ ომს იწყებს.
ამერიკელი სენატორი ლინდსი გრაჰამი, აშშ-ის და სამხრეთ კორეის სამხედრო წვრთნებს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ პენტაგონს მოუწოდებს, შეწყვიტოს სამხედროების გაგზავნა სამხრეთ კორეაში.
სამხედრო წვრთნები, წყნარი ოკეანის რეგიონში, კიდევ რამდენიმე დღით გაგრძელდება, რომელშიც 12 000 ამერიკელი ჯარისკაცი მონაწილეობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები