სამხრეთ კორეაში, გემების შეჯახების შედეგად 13 ადამიანი დაიღუპა

სამხრეთ კორეის სანაპიროზე, საწვავით სავსე ტანკერი თევზსაჭერ გემს შეეჯახა, შედეგად 13 ადამიანი გარდაიცვალა, 2 ადამინის ძებნა ამ დრომდე მიმდინარეობს.
პრეზიდენტ მუნ ჯეი-ინიმ, სასწრაფო დახმარების თანამშრომლებს განუცხადა, რომ სამძებრო-სამაშველო ოპერაციები არ შეეწყვიტათ.
თევზსაჭერ გემზე 20 მგზავრი და ეკიპაჟის 2 წევრი იმყოფებოდა, როდესაც 336 ტონიან ტანკერთან შეჯახება მოხდა.
თევზსაჭერი გემი, პორტიდან დილის 6 საათზე გავიდა, 9 წუთის შემდეგ კი, გემზე განგაში ჩაირთო, განაცხადა სანაპირო დაცვის თანამშრომელმა.
დაკარგული ადამიანების აღმოსაჩენად, სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობს. მათ ძებნაში, 50 ნავი, 15 ვერტმფრენი და 59 მყვინთავი მონაწილეობს.
სანაპირო დაცვის თანამშრომლები, ავარიის მიზეზის გარკვევას ცდილობენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები