კარდენახში, ბებიასთან სტუმრად მყოფი მოზარდი ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად გარდაიცვალა

კახეთში, გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კარდენახში უბედური შემთხვევა მოხდა. ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად 16 წლის გოგონა გარდაიცვალა. მოზარდი სტუმრად ბებიასთან იმყოფებოდა.
გარდაცვლილი საკუთარ საცხოვრებელ სახლში, სოფელ კოლაგში უკვე გადაასვენეს. მომხდარზე გამოძიება 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები