კახა კალაძე: შევძლებთ, დედაქალაქს „ლაღიძის წყლები“ დავუბრუნოთ

“შევძლებთ, დედაქალაქს დავუბრუნოთ „ლაღიძის წყლები”, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
მისივე განმარტებით, იგი შეეცდება აღნიშნული საკითხი კერძო კომპანიასთან მოლაპარაკებების გზით გადაწყვიტოს.
„ეს არის კერძო საკუთრება და ვფიქრობ, შევძლებთ, დედაქალაქს დავუბრუნოთ „ლაღიძის წყლები“, – განუცხადა ჟურნალისტებს კალაძემ თემის კომენტირებისას.
ცნობისათვის, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა დედაქალაქის მერ კახა კალაძეს გუშინ, „გალერია თბილისის“ გახსნაზე სთხოვა, ბიზნესის უფლებების სრული დაცვით, ლაღიძის წყლები და სახაჭაპურე რუსთაველის გამზირს ისევ დაუბრუნდეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები