თბილისის მერია დედაქალაქის საცობებისგან განტვირთვის გეგმაზე შს სამინისტროსთან ერთად მუშაობს

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, დედაქალაქის მერია შს სამინისტროსთან ერთად, რამდენიმე მიმართულებით აქტიური ღონისძიებების გატარებას აპირებს.
ამის შესახებ კალაძემ ჟურნალისტებს შს მინისტრთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განუცხადა. მისი განცხადებით, დღევანდელი შეხვედრის მიზეზი და მიზანი დედაქალაქში საცობების დარეგულირება იყო.
„დღევანდელი შეხვედრის მიზეზი და მიზანი საცობების დარეგულირება იყო, რომელიც ქალაქში პრობლემას წარმოადგენს. შესაბამისად, შსს-ს გარეშე პრობლემას ვერ მოვაგვარებთ და ფონს ვერ გავალთ. დაგეგმილი გვაქვს რამდენიმე მიმართულებებით ღონისძიების გატარება. „თბილსერვის ჯგუფს“ და მის ხელმძღვანელს დავავალე წარმოადგინონ ნარჩენების გატანის გეგმა, რომ ღამის საათებში მოხდეს გატანა და არ შეიზღუდოს მოძრაობა. ასევე გვქონდა შს სამინისტროსთან საუბარი, რომ დავიწყოთ მოლაპარაკებები სადისტრიბუციო კომპანიებთან, რომ დღის განმავლობაში არ მოხდეს დიდი მანქანების შემოსვლა ქალაქში, ასევე სატვირთო მანქანების გადაადგილება. გარდა ამისა, ყვითელი მიკროავტობუსები ყველგან რომ აჩერებენ, ესეც სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს. ჩვენ დავიწყებთ მუშაობას, რომ გამოყოფილი იქნება კონკრეტული ქუჩები, სადაც მხოლოდ გაჩერებებზე ექნებათ მძღოლებს უფლება მიკროავტობუსები გააჩერონ“, – განაცხადა კახა კალაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები