ზურაბ ალავიძემ აწყურში წყალმომარაგების სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მუნიციპალიტეტებში მიმდინარე პროექტების მონიტორინგს განაგრძობს. ზურაბ ალავიძემ ამჯერად, სამცხე-ჯავახეთის რეგიონში, მხარის გუბერნატორთან ერთად, წყალმომარაგების სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა.

სოფელ აწყურში სასმელი წყლის შიდა ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს, კეთდება 300 კუბური მეტრი რკინა-ბეტონის წყლის რეზერვუარი და საქლორატორო.

სამუშაოების დასრულების შემდეგ უწყვეტი და ხარისხიანი წყალმომარაგება ექნება როგორც მოსახლეობას, ისე ტურისტულ ობიექტებს.

სოფელში პარალელურად უმნიშვნელოვანესი ისტორიული ძეგლების – აწყურის ციხისა და აწყურის კათედრალის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები