საქართველოს საპარლამენტო დელეგაციამ უკრაინაში სამუშაო ვიზიტი დაასრულა

შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეის რიგით 50-ე გენერალური ასამბლეის ფარგლებში, პლენარული სესიის მიმდინარეობისას, კომიტეტებმა ძირითად განსახილველ თემებზე იმსჯელეს.

კულტურის, განათლებისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა მოხსენება – თემაზე „სოციალური დაცვა და შეღავათები ახალგაზრდა ოჯახებისთვის” წარმოადგინა.

PABSEC-ის საპარლამენტო მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელის ოთარ დანელიას განცხადებით,  შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის (BSEC)  წევრი ქვეყნებისთვის ამ მიმართულებით  რეკომენდაციები გაიცა.

როგორც მან აღნიშნა, გენერალური ასამბლეის მიმდინარეობისას შეიქმნა საბიუჯეტო და აუდიტორული კომისიები, რომელიც 2017 წლის ფინანსური ბიუჯეტის პროექტსა და აუდიტორულ ანგარიშს მოამზადებენ. ასევე, ასამბლეაზე 2018 წლის ბიუჯეტის პროექტიც განიხილეს.

საქართველოს მხრიდან, სესიაში  მონაწილეობდნენ დელეგაციის წევრები: ზაზა გაბუნია, კახაბერ ოქრიაშვილი და რამაზ ნიკოლაიშვილი.

უკრაინაში, ქალაქ კიევში შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეის 50-ე გენერალურმა ასამბლეამ მუშაობა დაასრულა. შემდეგი ასამბლეა ალბანეთში, ქალაქ ტირანაში, 2018 წლის 19-21 ივნისს  გაიმართება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები