ნუკრი ქანთარია: პერსონალურ პასუხისმგებლობას ვერ ავიღებ, ეს ნიშნავს იმას, რომ მე ნინო ლომჯარიას ხმას ვერ მივცემ

საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი ნუკრი ქანთარია სახალხო დამცველის პოზიციაზე დასახელებულ ნინო ლომჯარიას კანდიდატურას გამოეხმაურა.
როგორც დეპუტატმა აღნიშნა, ის ამ საკითხზე პერსონალურ გადაწყვეტილებას ვერ მიიღებს, რაც ნიშნავს იმას, რომ ნინო ლომჯარიას ხმას ვერ მისცემს.
“ლომჯარიას გარკვეული განცხადებები 2012-2015 წლებში ჩემთვის ეჭვებს ბადებს, მე მას გუშინ შევხვდი და რამდენიმე კითხვაც დავუსვი თუნდაც იმასთან დაკავშირებით, მიაჩნია თუ არა მერაბიშვილი პოლიტპატიმრად და ამაზე მიპასუხა, რომ გადახედავს, შეისწავლის ამ საქმეს და ამის შემდეგ გამოეხმაურება ამ საკითხს.
რა თქმა უნდა, პატივს ვცემ ჩემი კოლეგების გადაწყვეტილებას, წარმატებას ვუსურვებ მას, მაგრამ მე პირადად, პერსონალურ პასუხისმგებლობას ვერ ავიღებ ამ ფაქტთან დაკავშირებით. ეს ნიშნავს იმას, რომ მას ხმას ვერ მივცემ. თუმცა, არ გავუწევ ჩემი თანაგუნდელების გადაწყვეტილებას წინააღმდეგობას, რომლებსაც მიჩნიათ, რომ ნინო ლომჯარია იქნება კარგი ომბუდსმენი”,- განაცხადა ნუკრი ქანთარიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები