პეტრე ოცხელის გამოფენა იხსნება

თიბისი გალერეაში პეტრე ოცხელის გამოფენა გაიხსნება. ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იქნება საქართველოს თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის მუზეუმში დაცული კოლექცია და ასევე, რესტავრირებული ნამუშევრები. აღდგენილი ესკიზების უმრავლესობა, ფართო აუდიტორიის წინაშე, პირველად იქნება წარმოდგენილი. გამოფენა 30 ნოემბერს, 19:00 საათზე, თიბისი ბანკის სათაო ოფისში გაიხსნება.  გამოფენაზე დასწრება თავისუფალია.

R

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები