ნაძალადევში კორპუსების მიწისქვეშა კომუნიკაციების რეაბილიტაცია გრძელდება

ზღვის უბანში (თემქა) საცხოვრებელი კორპუსების მიწისქვეშა კომუნიკაციების რეაბილიტაცია გრძელდება.
კანალიზაციის შიდა ქსელი გამოიცვალა მე-3 მ.რ, მე-2 კვ. 33-ე კორპუსში, სადაც 110 მ სიგრძეზე მოეწყო ახალი მილები და 14 სათვალთვალო ჭა დამონტაჟდა. მიწისქვეშა კომუნიკაციების რეაბილიტაციის შემდეგ კორპუსის წინ ასფალტის საფარის დაგება დაიწყო. საგზაო სამუშაოებს ნაძალადევის რაიონის გამგებელი ირაკლი ხელაძე ადგილზე გაეცნო.
„ამ კონკრეტული პროექტით 126 ოჯახს მოუგვარდა პრობლემები, რომლებიც წლების განმავლობაში აწუხდებათ. ექვსსადარბაზოიან კორპუსში მთლიანად გამოიცვალა სისტემა. მოძველებული შიდა ქსელის გამო კორპუსის მიმდებარედ იყო ანტისანიტარია, რაც ადგილობრივ მოსახლეობას ძალიან აწუხებდა. ამ მხრივ უკვე მოსახლეობას აღარ შეექმნება დისკომფორტი,“ – განაცხადა ნაძალადევის რაიონის გამგებელმა.
ინფრასტრუქტურული პროექტი ნაძალადევის რაიონის გამგეობის თანადაფინანსებით, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში განხორციელდა, რისთვისაც გამგეობის ბიუჯეტიდან 55 233 ლარი გამოიყოფა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები