პარლამენტის საშემოდგომო სესიის პლენარული სხდომა დაღუპულთა ხსოვნისთვის წუთიერი დუმილით დაიწყო

პარლამენტის საშემოდგომო სესიის პლენარული სხდომა გაბრიელ სალოსის ქუჩაზე სპეცოპერაციისას და „ლეოგრანდში“ ხანძრის შედეგად დაღუპულთა ხსოვნისთვის წუთიერი დუმილით დაიწყო.
„ჩვენ გვქონდა ძალიან მძიმე კვირა. სპეცოპერაციისას გმირულად დაიღუპა ჩვენი სპეცრაზმელი ვანო გოლოშვილი და ასევე, ბათუმში დატრიალდა ტრაგედია, დაიღუპა 11 ადამიანი – 10 ჩვენი თანამოქალაქე და ერთი სტუმარი ირანიდან. გთხოვთ, სხდომის დაწყებამდე წუთიერი დუმილით პატივი მივაგოთ მათ ხსოვნას“, – მიმართა პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ დეპუტატებს.
დაღუპულთა ოჯახებს სამძიმარი გამოუცხადეს დეპუტატებმაც.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები