ზურაბ ალავიძემ სომხეთის ტრანსპორტის მინისტრთან ორმხრივი თანამშრომლობის საკითები განიხილა
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ზურაბ ალავიძე, პირველ მოადგილე ირაკლი მატკავასთან ერთად, “თბილისის აბრეშუმის გზის“ ფორუმის ფარგლებში, სომხეთის ტრანსპორტის, კომუნიკაციებისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების მინისტრს ვაჰან მარტიროსიანს შეხვდა.
ზურაბ ალავიძემ უცხოელ კოლეგას სხვადასხვა სექტორში დაგეგმილი მასშტაბური პროექტები გააცნო და ისაუბრა ქართულ-სომხური სამშენებლო კომპანიების წარმატებულ თანამშრომლობაზე.
შეხვედრაზე მხარეებმა ორ ქვეყანას შორის არსებულ პარტნიორულ ურთიერთობებზე ისაუბრეს და დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები განიხილეს.
ზურაბ ალავიძემ ყურადღება გაამახვილა ქვეყნის სივრცით მოწყობასა და ამ პროცესში საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან წარმატებულ თანამშრომლობაზეც.
მინისტრმა ვან მარტიროსიანს საქართველოს მთავრობის სახელით, ბორჯომში სტიქიის დროს სომხეთის მიერ გაწეული დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა.