კარლ ერჟავიკი: სამხრეთ კავკასია სტრატეგიულად მნიშვნელოვანი რეგიონია

თბილისში მიმდინარე “აბრეშუმის გზის ფორუმში” სლოვენიის სამთავრობო დელეგაცია მონაწილეობს. ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა და ვიცე-პრემიერმა კარლ ერჟავიკმა “აბრეშუმის გზის” ფორმატში საქართველოს მნიშვნელობაზე ისაუბრა.

კარლ ერჟავეკის განცხადებით, სლოვენია საქართველოსთან  მჭიდრო ეკონომიკურ თანამშრომლობას გეგმავს.

„სლოვენიას და საქართველოს ბევრი საერთო აქვთ, ჩვენ საქართველოსთან  შესანიშნავი ურთიერთობები განვავითარეთ და დარწმუნებული ვარ, ჩვენი ეკონომიკური თანამშრომლობა უფრო გაღრმავდება.  ჩვენ გავმართავთ შეხვედრებს ქართველ კოლეგასთან, სხვა თანამდებობის პირებთან, ასევე გაიმართება შეხვედრები ბიზნესის წარმომადგენლებთან ეკონომიკური თანამშრომლობის გასაუმჯობესებლად“,- განაცხადა კარლ ერჟავეკმა.

სლოვენიის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, თბილისში “აბრეშუმის გზის ფორუმის” მეორეჯერ გამართვა საქართველოს სტრატეგიულ პოზიციას ადასტურებს, ამასთან, ის მნიშვნელოვან როლს ასრულებს  ქვეყნების დაკავშირებაში.

„ფორუმზე განიხილება ჩინეთის სარტყელისა და გზის ინიციატივა, რომელიც შეეხება აზიას, ევროპას და აფრიკასაც.  ინიციატივა დაეხმარება ქვეყნებს, მიაღწიონ ეროვნულ მიზნებს მდგრადი განვითარების ფარგლებში. მნიშვნელოვანია, რომ ამ პროექტმა ხელი შეუწყოს ეკონომიკურ ზრდას. სამხრეთ კავკასია სტრატეგიულად მნიშვნელოვანი რეგიონია, რადგან აქ გადის აღმოსავლეთს, დასავლეთს, ჩრდილოეთსა და სამხრეთს შორის დამაკავშირებელი გზა“, – განაცხადა სლოვენიის საგარეო საქმეთა მინისტრმა კარლ ერჟავეკმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები