ბათუმში ხანძრის შედეგად დაღუპულთა სამოქალაქო პანაშვიდი დასრულდა

ბათუმის ღვთისმშობლის სახელობის ტაძარში, სასტუმრო „ლეოგრანდში” ხანძრის შედეგად დაღუპულთა სამოქალაქო პანაშვიდი დასრულდა.
ტაძარში, სადაც ხანძრის შედეგად დაღუპული 5 პირი იყო დასვენებული, დაღუპულთა სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტმა მეუფე დიმიტრიმ ჩაატარა. პანაშვიდს დაესწრნენ მინისტრებიც. პანაშვიდზე სასტუმროს მფლობელი ეროლ ავგორენიც მივიდა.
ხანძრის შედეგად დაღუპულთა ნაწილს დღეს დაკრძალავენ.
ბათუმში, სასტუმრო „ლეოგრანდში“ ხანძრის შედეგად 11 ადამიანი დაიღუპა, მათგან, _ საქართველოს 10 და ირანის ერთი მოქალაქე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები