თბილისის მუზეუმების გაერთიანება-ილია ჭავჭავაძის მემორიალური სახლ-მუზეუმი მიხეილ გედევანიშვილის დაბადებიდან 155-ე და გარდაცვალებიდან 95-ე წელს აღნიშნავს
თბილისის მუზეუმების გაერთიანება – ილია ჭავჭავაძის მემორიალური სახლ-მუზეუმი ექიმის, საზოგადო მოღვაწისა და ქველმოქმედის მიხეილ გედევანიშვილის დაბადებიდან 155-ე, ხოლო გარდაცვალებიდან 95-ე წელს აღნიშნავს.
მიხეილ გედევანიშვილმა, ილია ჭავჭავაძის ხელშეწყობით, ნიკოლოზის ქუჩაზე (ამჟმინდელი, ჯავახიშვილის 7), ილიას დის, ელისაბედ საგინაშვილის სახლში ,,ივერიის” რედაქციის შენობაში განათავსა და საქართველოსა და მთელს კავკასიაში პირველი რენტგენისა და ელექტროთერაპიული კაბინეტი გახსნა.
ღონისძიებაზე წარმოდგენილი იქნება, მიხეილ გედევანიშვილის საოჯახო არქივში დაცული დოკუმენტური მასალა ილია ჭავჭავაძესთან დაკავშირებით.
ასევე, ილია ჭავჭავაძის ნაწარმოებების პირველი აკადემიური გამოცემის პოლონელი მხატვრის ჰენრიკ ჰრინევსკის მიერ შესრულებული ილუსტრაციები. აღნიშნული გამოცემები ბიბლიოგრაფიულ იშვიათობას წარმოადგენს და მიჩნეულია რარიტეტად.
ღონისძიება ხვალ, 29 ნოემბერს, 17:00 საათზე, თბილისში, ჩუბინაშვილის 22 ნომერში გაიმართება.
R