ილია მეორე ბათუმში მომხდარი ტრაგედიის გამო მწუხარებას გამოთქვამს და გარდაცვლილთა ოჯახებს უსამძიმრებს
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე საქართველოს ეკლესიისა და პირადად მისი სახელით, ბათუმში, სასტუმრო „ლეოგრანდში“ წუხელ მომხდარი ტრაგედიის გამო გულისტკივილს და მწუხარებას გამოთქვამს.
„საქართველოს ეკლესიისა და პირადად ჩემი სახელით, გამოვთქვამთ დიდ გულისტკივილსა და მწუხარებას ბათუმში, სასტუმრო „ლეოგრანდში“ წუხელ ხანძრის შედეგად მომხდარი ტრაგედიის გამო და ვუსამძიმრებთ გარდაცვლილთა ოჯახის წევრებსა და ახლობლებს. ამასთან, შევთხოვთ უფალს დაამშვიდოს ჩვენი ქვეყანა და დაიცვას განსაცდელთაგან“, – ნათქვამია სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის, ილია მეორის სამძიმრის წერილში.