სასტუმრო „ლეოგრანდში“ ექსპერტ-კრიმინალისტები მივიდნენ
ბათუმში, სასტუმრო “ლეოგრანდში” მუშაობა ექსპერტ-კრიმინალისტებმა დაიწყეს. საპატრულო პოლიციას სასტუმროს ტერიტორია კვლავ ყვითელი ლენტით აქვს შემოსაზღვრული, ადგილზე მეხანძრე-მაშველებიც მუშაობენ. ხანძრის შედეგად საქართველოს 10 და ირანის ერთი მოქალაქეა დაღუპული.
შსს-ს ინფორმაციით, ჰოსპიტალიზაცია 21 ადამიანს დასჭირდა – არც ერთი მათგანის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. დაშავებულთა შორის არის შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ერთი მეხანძრე-მაშველი.მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, გამოძიება საქართველოს სსკ-ის 243-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს სახანძრო უსაფრთხოების
წესის დარღვევას – სახანძრო უსაფრთხოების წესის დარღვევას იმის მიერ, ვისაც ამ წესის დაცვა ევალებოდა, რამაც გამოიწვია ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა ან სხვა მძიმე შედეგი.
შეგახსენებთ, რომ ხანძარი სასტუმროში 24 ნოემბერს, დაახლოებით 21:00 საათზე გაჩნდა. ბათუმში მოქალაქეებისთვის მოქმედებს ცხელი ხაზი: 595950925.