პრეზიდენტი ბათუმში გაჩენილ ხანძარს ეხმაურება-იმედს გამოვთქვამ, გამოძიება უსწრაფეს დროში დაადგენს ხანძრის გამომწვევ მიზეზებს
შეძრწუნებული ვარ ბათუმში დატრიალებული ტრაგედიის გამო, რომელსაც ადამიანების სიცოცხლე შეეწირა, – ამის შესახებ ნათქვამია საქართველოს პრეზიდენტის განცხადებაში ბათუმში, სასტუმრო „ლეო გრანდში“ გაჩენილი ხანძრის თაობაზე.
„მთელი გულით ვუსამძიმრებ დაღუპულთა ოჯახებს და ახლობლებს. ხანძრის დროს დაშავებულებს სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებ. მადლობას ვუხდი მაშველებს, მეხანძრეებს, ყველას ვინც უდიდესი რისკის ფასად, ადამიანების სიცოცხლის გადარჩენა შეძლო. იმედს გამოვთქვამ, გამოძიება უსწრაფეს დროში დაადგენს ხანძრის გამომწვევ მიზეზებს“, – ნათქვამია განცხადებაში.
ბათუმში, სასტუმრო “ლეო გრანდში” გაჩენილი ხანძრის შედეგად, წინასწარი ინფორმაციით, გარდაცვლილია 11 ადამიანი.