ბათუმში გაჩენილ ხანძართან დაკავშირებით შსს-მ გამოძიება 243-ე მუხლის მე-3 ნაწილით შეცვალა

ბათუმში მომხდარ ხანძართან დაკავშირებით შსს-მ გამოძიება 243-ემუხლის მე-3 ნაწილით შეცვალა,-ამის შესახებ უწყების მიერ გავრცელებულ ახალ განცხადებაშია აღნიშნული.
შსს-ს ინფორმაციით, აღნიშნული მუხლი სახანძრო უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც გამოწვია ორი ან მეტი ადამიანის სიცოცლხის მოსპობა.
მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, გამოძიება საქართველოს სსკ-ს 243-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს. სასტუმრო “ლეო გრანდში” გაჩენილ ხანძართან დაკავშირებით, უწყვეტ რეჟიმში მუშაობს მართვის ცენტრი, რომელსაც საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს უფროსი, ლევან მაისურაძე ხელმძღვანელობს. მოქალაქეებისთვის მოქმედებს ცხელი ხაზი: 595950925“, – ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.
მანამდე უწყებამ მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 187-ე მუხლით დაიწყო.
შეგახსენებთმ რომ სასტუმრო „ლიოგრანდეში“ ხანძარი დღეს საღამოს გაჩნდა. არსებული ინფორმაციით, ცეცხლი შენობის მე-4 და მე-5 სართულს გაუჩნდა. ხანძრის შედეგად წინასწარი ინფორმაციით, დაღუპულია 12, დაშავებულია 15-ზე მეტი. ამ ეტაპზე, მიმდინარეობს მათი იდენტიფიცირება. მაშველებმა და პოლიციელებმა სასტუმროს შენობიდან ასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია მოახდინეს. მათ შორის არიან როგორც სტუმრები, ასევე, სასტუმროს თანამშრომლები. სხვადასხვა სირთულის ინტოქსიკაციის გამო, სასტუმროში მყოფი ადამიანები გადაყვანილი არიან ბათუმის კლინიკებში.

სასტუმრო “ლეო გრანდში” გაჩენილ ხანძართან დაკავშირებით, მოქმედებს მართვის ცენტრი, რომელსაც საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს უფროსი, ლევან მაისურაძე ხელმძღვანელობს. მოქალაქეებისთვის მოქმედებს ცხელი ხაზი: 595950925.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები