შსს: ხანძრის შედეგად 11 ადამიანი დაიღუპა

ბათუმში, სასტუმრო “ლეო გრანდში” გაჩენილი ხანძრის შედეგად, წინასწარი ინფორმაციით, გარდაცვლილია 11 ადამიანი,- ამის შესახებ შსს-ს მიერ განახლებულ ინფორმაციაში წერია.

„ამ ეტაპზე მიმდინარეობს მათი იდენტიფიცირება. მაშველებმა და პოლიციელებმა სასტუმროს შენობიდან ასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია მოახდინეს. მათ შორის არიან როგორც სტუმრები, ასევე, სასტუმროს თანამშრომლები. სხვადასხვა სირთულის ინტოქსიკაციის გამო, სასტუმროში მყოფი ადამიანები გადაყვანილი არიან ბათუმის კლინიკებში. მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, გამოძიება საქართველოს სსკ-ს 243-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს. სასტუმრო “ლეო გრანდში” გაჩენილ ხანძართან დაკავშირებით, უწყვეტ რეჟიმში მუშაობს მართვის ცენტრი, რომელსაც საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს უფროსი, ლევან მაისურაძე ხელმძღვანელობს. მოქალაქეებისთვის მოქმედებს ცხელი ხაზი: 595950925“, – ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ რამდნეიმე ხნის წინ შსს-მ გაავრცელა განცხადება, სადაც ეწერა, რომ ხანძრის შედეგად 12 ადამიანი დაიღუპა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები