შს მინისტრი ბათუმის ხანძარზე: გამოძიება იქნება ძალიან მკაცრი და ობიექტური

სასტუმრო „ ლეო გრანდეში“ გაჩენილ ხანძართან დაკავშირებით დაწყებული გამოძიება იქნება ძალიან მკაცრი და ობიექტური,-ამის შესახებ „იმედის“ ეთერში“ შს მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა.
მისი ინფორმაცით, დაღუპულთა შორის არიან უცხოეთის მოქალაქეებიც.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, სასტუმროში არ იყო გამართული ხანძარსაწინააღმდეგო სისტემა. მისვე ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით პროკურატურამ გამოძიება უკვე დაიწყო, რომელიც მინისტრის მტკიცებით, იქნება ძალიან მკაცრი და ობიექტური.
გახარიას ინფორმაციით, სასტუმროში ხანძარი ბოლომდე არ არის ლიკვიდირებული. დარჩენილია ცალკეული კერები.
შს მინისტრმა გარდაცვლილთა ოჯახებს სამძიმარი გამოუცხადა და მომხდარის გამო მწუხარება გამოთქვა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები