აჭარის მედია: “ლეო გრანდი” ხანძარსაწინააღმდეგო სისტემის არარსებობის გამო დააჯარიმეს

აჭარის მედიასაშუალებების ცნობით,  ტურიზმის დეპარტამენტმა სასტუმრო “ლეო გრანდი” ხანძარსაწინააღმდეგო სისტემის არარსებობის გამო დააჯარიმა.
ბათუმში მდებარე სასტუმრო “ლეო გრანდი”, სადაც ხანძრის შედეგად 12 ადამიანი დაიღუპა და 10-ზე მეტი დაშავდა, 2015 წელს გაიხსნა, ის ხუთვარსკვლავიანია და მასში 40 მილიონი დოლარის ინვესტიციაა ჩადებული.
სასტუმროში მსოფლიო კლასის მომსახურება და 180 ნომერია.მაღალი კლასის სასტუმრო კომპლექსში საპრეზიდენტო აპარტამენტები, საკონფერენციო დარბაზები, რესტორანი, კლუბი და სპაცენტრია განთავსებული. სასტუმროში 700 ადამიანი დასაქმდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები