სასტუმრო „ლეოგრანდში“ ხანძარი ლიკვიდირებულია

ბათუმში, სასტუმრო „ლეოგრანდის“ ყველა სტუმარი ევაკუირებულია და არცერთი ადამიანი ლიფტში არ არის გაჭედილი,- ამის შესახებ ჟურნალისტებს შსს-ს საგანგებო სიტუაციათა მართვის სააგენტოს აჭარის მთავარი სამმართველოსუფროსის მოადგილემ მამუკა თურმანიძემ განუცხადა. მისი ინფორმაციით, ამ დროისთვის ხანძარი ლიკვიდირებულია, თუმცა შესბამისი სამსახურის წარმოამდგენლები შენობის დათვალიერებას მაინც განაგრძობენ.
როგორც თურმანიძემ შემთხვევის ადგილზე მყოფ ჟურნალისტებს განუცხადა, სასტუმრო სახანძრო უსაფრთხოების კუთხით გადამოწმებულია, შედეგები ცნობილი კი ხვალისთვის გახდება.
შეგახსენებთ, რომ სასტუმრო „ლიოგრანდეში“ ხანძარი დღეს საღამოს გაჩნდა. არსებული ინფორმაციით, ცეცხლი შენობის მე-4 და მე-5 სართულს გაუჩნდა. ხანძრის შედეგად წინასწარი ინფორმაციით, დაღუპულია 12, დაშავებულია 15-ზე მეტი. ამ ეტაპზე, მიმდინარეობს მათი იდენტიფიცირება. მაშველებმა და პოლიციელებმა სასტუმროს შენობიდან ასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია მოახდინეს. მათ შორის არიან როგორც სტუმრები, ასევე, სასტუმროს თანამშრომლები. სხვადასხვა სირთულის ინტოქსიკაციის გამო, სასტუმროში მყოფი ადამიანები გადაყვანილი არიან ბათუმის კლინიკებში.

სასტუმრო “ლეო გრანდში” გაჩენილ ხანძართან დაკავშირებით, მოქმედებს მართვის ცენტრი, რომელსაც საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს უფროსი, ლევან მაისურაძე ხელმძღვანელობს. მოქალაქეებისთვის მოქმედებს ცხელი ხაზი: 595950925.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები