“გულით ვუსამძიმრებ დაღუპულთა ოჯახებს” – ირაკლი კობახიძე

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ბათუმში მომხდარი ტრაგედიის გამო მწუხარებას გამოთქვამს.

“დიდ მწუხარებას გამოვთქვამ ბათუმში დატრიალებული ტრაგედიის გამო და მთელი გულით ვუსამძიმრებ დაღუპულთა ოჯახებს.

ხანძრის დროს დაშავებულ ჩვენ მოქალაქეებს და სტუმრებს სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებ.

თავდაუზოგავი შრომისთვის მადლობას ვუხდი მაშველებს, მეხანძრეებს, პოლიციელებს და ექიმებს, ყველას ვინც უდიდესი რისკის ფასად, ადამიანების სიცოცხლის გადარჩენა შეძლო”, – ნათქვამია ირაკლი კობახიძის განცხადებაში.

ბათუმში, სასტუმრო “ლეო გრანდში” გაჩენილი ხანძრის შედეგად წინასწარი ინფორმაციით გარდაცვლილია 12 ადამიანი, არიან დაშავებულებიც,  –  აღნიშნულ ინფორმაციას შსს ავრცელებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები