სახანძრო უსაფრთხოების კუთხით სასტუმრო ჩვენს მიერ გადამოწმებულია – მამუკა თურმანიძე ბათუმის ხანძრის ახალ დეტალებზე
საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს წარმომადგენლის ინფორმაციით სასტუმროდან ევაკუაცია დასრულებულია. მამუკა თურმანიძის განცხადებით, მიმდინარეობს ნომრების გადამოწმება. ცეცხლის კერები ლიკვიდირებულია.
“დამატებითი ძალების გამოძახება იმიტომ გახდა საჭირო, რომ შენობა მრავალსართულიანია და ძლიერი დაკვამლიანება თითქმის ყველა სართულზე იყო. ამ დროისთვის სასტუმროდან ყველა ადამიანი გამოყვანილია, არცერთი მათგანი არ არის ლიფტში გაჭედილი. ჩვენ ვაგრძელებთ კიდევ მუშაობას. ხანძარი მთლიანად ლიკვიდირებულია. აქვე მინდა გითხრათ, რომ სახანძრო უსაფრთხოების კუთხით ეს სასტუმრო ჩვენს მიერ გადამოწმებულია. დანარჩენ დეტალებს გამოძიება გასცემს პასუხს”, – განაცხადა მამუკა თურმანიძემ.
ბოლო ინფორმაციით, სასტუმრო ”ლეო გრანდში” ხანძრის შედეგად დაღუპულია 12 ადამიანი, დაშავებულია 15 მეტი მოქალაქე