ქედაში სამ დაკარგულ მამაკაცს ეძებენ
ქედის მუნიციპალიტეტში გამგეობა სამ მამაკაცს ეძებს, რომლებიც ახლობლები ინფორმაციით საზაფხულო სახლში გუშინ წავიდნენ, დღეს დილიდან კი მათთან დაკავშირება ვერ ხერხდება.
გუშინ ღამის შემდეგ მაღალმთიან რეგიონებში ინტენსიურად თოვს, ქედის მერის ინფორმაციით, დიდთოვლობის გამო ტრაქტორით გზის გაჭრა ვერ მოხერხდა და მოქალაქეების დასახმარებლად სამაშველო სამსახურის წარმომადგენლები წავიდნენ.