ხანძრის დროს დაშავებულთა რიცხვი ათამდე გაიზარდა
ბათუმში სასტუმრო „ლეო გრანდში“ დაშავებულთა რაოდენობა ათამდე გაიზარდა. როგორც აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, ბათუმის სხვადასხვა საავადმყოფოში რვა პირი კვამლის შედეგად ინტოქსიკაციით მოთავსდა, ორი კი – მოტეხილობით.
გარდაცვლილების იდენტიფიცირება კვლავაც არ მომხდარა. ოთხი ცხედარი ბათუმის სამხარაულის სახელობის პროზექტურაშია გადასვეებული.
ადგილზე ამ დრომდე მუშაობს სამაშველო სამსახურის 100-მდე მეხანძრე მაშველი. გრძელდება ხალხის ევაკუაციაც.
არსებული ინფორმაციით, სასტუმროს 22-სართულიან შენობაში ცეცხლი მე-4 და მე-5 სართულებზე გავრცელდა.
ხანძრის გაჩენის მიზეზები ამ დროისთვის დაუდგენელია.