“ლეო გრანდიდან” დამსვენებლები სხვა სასტუმროებში გადაჰყავთ
ბათუმში, სასტუმრო “ლეოგრანდიდან” დამსვენებლები სხვა სასტუმროებში გადაჰყავთ – ამის შესახებ ინფორმაციას ქალაქის მერი ლაშა კომახიძე ავრცელებს.
”სამწუხაროდ არიან გარდაცვლილები, სასტუმროს სხვა დამსვენებლები გადაგვყავს სხვა სასტუმროებში”- განაცხადა ქალაქის მერმა.
სასტუმრო “ლეო გრანდში” ხანძარი საღამოს გაჩნდა. არსებული ინფორმაციით, ცეცხლი სასტუმროს მე-8, მე-9 და მე-10 სართულებს გაუჩნდა, ამ წუთებში მიმდინარეობს სამაშველო ოპერაცია. დაზუსტებული ინფორმაციით გარდაცვლილია 4 და დაშავებულია 10 ადამიანი, მათ შორის 3 მეხანძრე-მაშველი. დაშავებულები გადაყვანილები არიან ბათუმის სხვადასხვა საავადმყოფოებში. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა ჯერჯერობით უცნობია.