ეტალონი“ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში პროექტ „ეტალონის“ ავტორი, აკადემიური დოქტორი გოჩა ტყეშელაშვილი სტუდენტებს შეხვდა.
ღონისძიება სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა ზურაბ ხონელიძემ გახსნა. მან სტუმარს მობრძანებისათვის მადლობა გადაუხადა და საგანმანათლებლო პროექტის უმთავრეს ღირებულებებზე ისუბრა.
ბ-ნმა გოჩა ტყეშელაშვილმა თავის მხრივ რექტორს მოწვევისათვის მადლობა მოახსენა და სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ნიშვნელობას ხაზი გაუსვა.
მისი თხოვნით დარბაზმა აფხაზეთში დაღუპულ გმირებს წუთიერი დუმილით პატივი მიაგო.
ღონისძიება საინტერესოდ, დინამიურად წარიმართა, სადაც იყო ჩართულობა აუდიტორიის მხრიდან.
სტუმარმა ყურადღება გაამახვილა ისეთ თემებზე, როგორიცაა:
– წარმატება, ანუ სწორად დასახული მიზანი და მისი მიღწევის გზები;
– ლიდერობის არსი და ლიდერის თვისებები;
– მოტივაციის რაობა და მოტივაციის ამძრავი წინაპირობები;
– ქართული პროექტი „ეტალონი“ , სტუდენტების დასაქმების პერსპექტივა „ეტალონში“ და მის პროექტებში;

პრეზენტაციის ფარგლებში ბ-ნმა გოჩა ტყეშელაშვილმა „ეტალონის“ ახალი პროექტი -მოსწავლეთა ინოვაციური საგანმანათლებლო პორტალი izrune.ge წარუდგინა სტუდენტებს, რომლის მიზანიც თანამედროვე ტექნოლოგიების საშუალებით მშობლების ზრუნვა შვილების განათლებისათვის და გარკვეული უნარ-ჩვევების დონის ამაღლებაა.
აუდიტორია ეტალონის ისტორიას დეტალურად გაეცნო. ნახა ვიდეორგოლები 2016 წელს თბილისსა და ბათუმში ჩატარებული პროექტის ფინალის შესახებ. ავტორისაგან მიიღო რჩევები წარმატებაზე, ლიდერობაზე და შვილის ბედნიერ მომავალზე მეოცნებე, მზრუნველ თითოეულ მშობელზე.
დამსწრეთა შორის ეტალონში მონაწილე სტუდენტებიც აღმოჩნდენ.
პროექტის ერთ-ერთმა მონაწილემ სსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტის სტუდენტმა მარიამ დანელიამ „ეტალონის“ ავტორს პროექტის არსებობისათვის მადლობა გადაუხადა.
საინტერესო კითხვები დასვეს:
საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტის სტუდენტებმა: სალომე ქარდავამ და ანა მკრტჩიანმა;
იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტმა სალომე ყალიონაშვილმა;
ასევე სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორმა ომარ არდაშელიამ;
შეხვედრას საინტერესო, სახალისო, ინტერაქტიული სახეც მიეცა.
ბ-ნმა გოჩა ტყეშელაშვილმა საუნივერსიტეტო დიპლომატიის უმთავრეს ღირებულებებზე და მისი საშუალებით სოხუმში დაბრუნებაზე ისაუბრა,სსუ-სთან ურთიერთთანამშრომლობის დიდი სურვილი გამოთქვა და სტუდენტებს დაჰპირდა, რომ ყველაფერს გააკეთებს პროექტში მათი აქტიური, გულწრფელი ჩართულობისათვის.
დასასრულს „ეტალონის“ ავტორმა სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი 16 დეკემბერს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში დაგეგმილ პრეზენტაციაზე მიიწვია.
გადაწყდა, რომ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი პროექტ ეტალონის თანამონაწილე ხდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები