ბათუმში სასტუმრო “ლეოგრანდში” ხანძარია

ბათუმში, სასტუმრო “ლეოგრანდში” ხანძარია. ადგილზე 10-მდე სახანძროა მობილიზებული. ძლიერი დაკვამლიანებაა. მეხანძრეები თანამშრომლების ევაკუაციას ცდილობენ.

უცნობია რამდენი ადამიანი იმყოფება სასტუმროში. არსებული ინფორმაციით, ცეცხლი სასტუმროს მერვე, მეცხრე და მეათე სართულებს უკიდია. სადაც კაზინო და რესტორანია განთავსებული.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები