გიორგი მარგველაშვილი: შეძრწუნებული ვარ, ეგვიპტეში მეჩეთზე მომხდარი ტერორისტული თავდასხმის გამო
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, ეგვიპტეში მომხდარ ტერორისტულ აქტთან დაკავშირებით, მწუხარებას გამოთქვამს.
“შეძრწუნებული ვარ ეგვიპტეში, სინაის ნახევარკუნძულის ჩრდილოეთ ნაწილში, მეჩეთზე მომხდარი ტერორისტული თავდასხმის გამო, რომელსაც მრავალი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. ჩვენ ერთობლივი ძალისხმევით უნდა გავაძლიეროთ ბრძოლა ტერორიზმის დასამარცხებლად. ამ მძიმე წუთებში, ქართველი ხალხისა და პირადად ჩემი სახელით, თანადგომას ვუცხადებ ეგვიპტის ხელისუფლებასა და ხალხს”, – აღნიშნულია პრეზიდენტის განცხადებაში.
უკანასკნელი ინფორმაციით, მეჩეთში მომხდარ ტერაქტს 184 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, დაშავებულია 120. დაშავებულთა შორის ბევრი ბავშვია.