გიორგი კვირიკაშვილი დონალდ ტუსკს რეფორმების მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტ დონალდ ტუსკთან შეხვედრას „ტვიტერზე“ ეხმაურება და მას თანამშრომლობისა და მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის. „ბრიუსელის ვიზიტი ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან შეხვედრით დაიწყო. დიდი მადლობა დონალდ ტუსკს თანამშრომლობისთვის და იმ მხარდაჭერისთვის, რასაც ის საქართველოს მთავრობის ამბიციური რეფორმების დღის წესრიგის განხორციელების მიმართ იჩენს“,- წერს „ტვიტერზე“ საქართველოს პრემიერ-მინისტრი.

გიორგი კვირიკაშვილთან შეხვედრის შემდეგ, ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტმა, საქართველოს პრემიერ-მინისტრს “ტვიტერზე” ამბიციური რეფორმების ჩატარება მიულოცა. „მივულოცე გიორგი კვირიკაშვილს საქართველოს ამბიციური რეფორმების ჩატარება და ვემზადებით „აღმოსავლეთ პარტნიორობის” სამიტისთვის” – წერს „ტვიტერზე“ ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები