გიორგი მარგველაშვილი: არ გინდათ მიამიტური სათვალით ყურება რეალობასთან მიმართებაში

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ჩატარებულ სპეცოპერაციას გამოეხმაურა და აღნიშნა, – მიამიტურ განცდებს, რომ საქართველოში გლობალური რისკის საშიშროება არ არსებობს, პასუხი გაეცა ამ სპეცოპერაციით.

მისივე თქმით, ყველა იმ ინსტიტუტის საჭიროება გამოიკვეთა, რომელიც კონტროლს უწევს რთულ ვითარებას და აზღვევს გარკვეულ რისკებს.

“მიამიტური განცდა, რომ საქართველო არსებობს იმ რეალობაში, როდესაც არ არსებობს გლობალური რისკის მატარებელი საშიშროებები, არ არსებობს საშიშროება, რომ რომელიღაც კრიზისი გადაიზრდება ბევრად უფრო რთულ ვითარებაში, რომ საქართველოს არ სჭირდება კოორდინირებული პოლიტიკური მოქმედება ასეთ ვითარებაში, არამხოლოდ ოპერატიულ ნაწილში (ოპერატიულ ნაწილში დიდი მადლობა გადავუხადე მათ, ვინც მოქმედებდა), რომ არ არის უშიშროების საბჭო საჭირო და სხვა მსგავსი ინსტიტუტები, რომლებიც კონტროლს გაუწევდა რთულ ვითარებას და დააზღვევდა იმ რისკს, რომელიც ყოველთვის არის ასეთ ვითარებაში, რათა მეტად სერიოზულ პრობლემაში არ გადაიზარდოს ასეთი შემთხვევები. ამ მიამიტურ განცდებს, რომელსაც არ ვიცი რა საფუძველი გააჩნია, ნათელი პასუხი გაეცა.

შეაფასეთ რეალობა და კიდევ ერთხელ შეხედეთ რეალობას, – რა რისკები და გამოწვევები აქვს ქვეყანას. არ გინდათ მიამიტური სათვალით ყურება რეალობასთან მიმართებაში,”- განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები