სოფიო ქაცარავა და ჯასტინ მაკენზი სმიტი პარლამენტში სტაჟიორებსა და სტუდენტებს შეხვდებიან

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე და დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს ელჩი საქართველოში, ჯასტინ მაკენზი სმიტი პარლამენტის სტაჟიორებსა და თბილისის უნივერსიტეტების საერთაშორისო ურთიერთობებისა და პოლიტიკური მეცნიერებების პროგრამების სტუდენტებს შეხვდებიან.

შეხვედრა სოფიო ქაცარავას ინიციატივით გაიმართება, სადაც ახალგაზრდებისთვის საინტერესო თემები: ბრიტანეთი-საქართველოს სტრატეგიულ კავშირები, დიპლომატიური ურთიერთობების 25 წლის იუბილე,  ბრექსიტი და ამის ფონზე ბრიტანეთის პოლიტიკა განიხილება.

შეხვედრის ფარგლებში გაიმართება სოფიო ქაცარავას დოკუმენტური ფილმის ჩვენება: „ბრიტანეთი-საქართველო, მეოთხედი საუკუნე”.

შეხვედრას ასევე დაესწრებიან საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრები.

საპარლამენტო ფორმატში, სტაჟიორებთან და სტუდენტებთან ერთად, სხვადასხვა ქვეყნის ელჩებთანაცაა შეხვედრები დაგეგმილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები