მოსწავლეებში შრომითი უნარების განვითარებისთვის, ახალი პროგრამა ამოქმედდა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, პროფესიულ და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებთან თანამშრომლობით, სკოლის მოსწავლეებში შრომითი უნარების განვითარების პროგრამას ახორციელებს, რომლის საფუძველზეც, მოსწავლეებს საშუალება აქვთ, მოსინჯონ სხვადასხვა პროფესია, დაეუფლონ და განავითარონ საჭირო საბაზო უნარები. პროგრამა საშუალებას აძლევს საგანმანათლებლო დაწესებულებებს, გაერთიანდნენ და თანამშრომლობის გზით, მოსწავლეების სასკოლო ცხოვრება უფრო საინტერესო და მრავალფეროვანი გახადონ.

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, ტანსაცმლის მოდელირებასა და სურსათის უვნებლობის საკითხებთან დაკავშირებულ შრომითი უნარების კურსს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე ქეთევან ნატრიაშვილი, თბილისის 51-ე საჯარო სკოლაში დაესწრო და კურსის შესახებ მოსწავლეთა აზრი მოისმინა.

პროექტი სკოლის მოსწავლეებში პროფესიული პროგრამების შესახებ ინფორმირებულობის გაზრდასა და პროფესიული განათლების პოპულარიზაციას ემსახურება. პროგრამაში მონაწილეობა ნებაყოფლობითია და მასში, ამ ეტაპზე, საჯარო სკოლების VII, VIII და IX კლასის მოსწავლეები არიან ჩართულნი.

მოსწავლეებში შრომითი უნარების განვითარების კურსების განხორციელებისათვის, კონკურსის საფუძველზე 200 პროექტი შეირჩა, რომელიც 138 საჯარო სკოლაში განხორციელდება. შესაბამისად, შრომითი უნარების განვითარების გაკვეთილებში/კურსებში 3306 მოსწავლე ჩაერთვება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები