24 ნოემბერი
10:30 საათზე – არასამთავრობო ორგანიზაციის – „საქართველოს მწვანეები – დედამიწის მეგობრები“ თავმჯდომარე ნინო ჩხობაძე პორტალ „კვირას“ პრესკლუბში პრესკონფერენციას გამართავს.
თემა: გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს გაუქმება, შეხვედრები პარლამენტში და რაზე მოხერხდა შეთანხმება.
მისამართი: ნუცუბიძის ქუჩა #14ბ, სადარბაზო 1, სართული 2.
საკონტაქტო ინფორმაცია: 599726565
11:00 საათზე – კავკასიელ ხალხთა კონფედერაციის პრეზიდენტი ზაალ კასრელიშვილი პორტალ „კვირას“ პრეს-კლუბში პრესკონფერენციას გამართავს.
თემა: სპეცოპერაცია გაბრიელ სალოსის გამზირზე და არსებული საფრთხეები.
მისამართი: ნუცუბიძის ქუჩა #14ბ, სადარბაზო 1, სართული 2.
საკონტაქტო ინფორმაცია: 599726565
13:00 საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო-სახალხო განხილვა, რომელსაც პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე გაუძღვება.
თბილისი, პლენარულ სხდომათა დარბაზი
24 ნოემბერს, 10:30 საათზე, სასტუმრო “თბილისი მარიოტში” ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, საქართველოს სახალხო დამცველი გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით გამართავს საერთაშორისო კონფერენციას „ფემიციდის შემთხვევების მონიტორინგის ინსტრუმენტები და მექანიზმები”.