ირაკლი კობახიძე: პარლამენტი მთავრობის სტრუქტურულ რეორგანიზაციასთან დაკავშირებულ საკანონმდებლო პაკეტს, მომდევნო სასესიო კვირაში განიხილავს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, მთავრობის სტრუქტურულ რეორგანიზაციასთან დაკავშირებულ საკანონმდებლო პაკეტს, პარლამენტი, სავარაუდოდ, მომდევნო სასესიო კვირაში განიხილავს.

„კანონპროექტი უკვე შემოტანილია და პარლამენტი მას სავარაუდოდ, მომდევნო სესიაზე განიხილავს. როგორც ვიცი, მოთხოვნა არის დაჩქარებული წესი და შესაძლებელია, რომ დაჩქარებული წესით განვიხილოთ ეს კანონპროექტი. ამ ეტაპზე განიხილება უშუალოდ, რეორგანიზაციის საკითხი, კერძოდ, სამინისტროების რაოდენობისა და დასახელებების შეცვლის საკითხი, ამაზე იმსჯელებს საქართველოს პარლამენტი. რაც შეეხება დანარჩენს-რეორგანიზაციას, ეს არის მთავრობის საქმე, შესაბამისი სამინისტროების საქმე და შესაბამისი ცვლილებები აისახება უკვე მოგვიანებით ბიუჯეტის კანონის პროექტში, უფრო სწორად, ცვლილებებში, რომლებიც უნდა შევიდეს ბიუჯეტში”,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პარლამენტის თავმჯდომარემ აქვე აღნიშნა, რომ ბიუჯეტში ცვლილებების შეტანაზე მუშაობა, მხოლოდ ძირითადი კანონპროექტის დამტკიცების შემდეგ გახდება შესაძლებელი.

„ჯერ-ჯერობით რეორგანიზაცია ბიუჯეტის კანონის პროექტში ასახული ვერ იქნება. მხოლოდ მას შემდეგ, რაც დამტკიცდება ძირითადი კანონპროექტი, შესაძლებელი გახდება ბიუჯეტში ცვლილებების შეტანაზე მუშაობა”,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები