“ოპერაციასთან დაკავშირებით, სამართალდამცველებმა უნდა მოგვაწოდონ დაზუსტებული ინფორმაცია, რის საფუძველზეც განხილვები გადაწყდება”

„სამართალდამცველმა ორგანოებმა უნდა მოგვაწოდონ დაზუსტებული ინფორმაცია ამ ოპერაციასთან დაკავშირებით და ამის საფუძველზე გადაწყდეს, უნდა გაგრძელდეს თუ არა განხილვები“, – ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განუცხადა.
როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ განმარტა, დეპუტატები სამართალდამაცებისგან კონკრეტულ ინფორმაციას ელოდებიან, რადგან ეს მათი პრეროგატივაა.
ირაკლი კობახიძემ ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე ჩატარებული სპეცოპერაციისას დაღუპული სპეცრაზმელის ოჯახს მიუსამძიმრა, დაჭრილებს კი მალე გამოჯანმრთელება უსურვა.
„რაც შეეხება სპეცოპერაციას, ამასთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, შეიძლება შედგეს განხილვები სხვადასხვა ფორმატში. ჩვენ ველოდებით კონკრეტულ ინფორმაციას სამართალდამცავი ორგანოებისგან, ეს არის მათი პრეროგატივა. დეტალებთან დაკავშირებით ისინი მოგვაწვდიან ინფორმაციას და ამის საფუძველზე შეიძლება გადაწყდეს, თუ რამდენად იქნება საჭირო მათ შორის საპარლამენტო ფორმატის გამოყენება ამ საკითხის განსახილველად. კითხვები არსებობს, ჯერ-ჯერობით დაზუსტებული ინფორმაცია არ გვაქვს და ეს არის ბუნებრივი. პირველ რიგში სამართალდამცველმა ორგანოებმა უნდა მოგვაწოდონ დაზუსტებული ინფორმაცია ამ ოპერაციასთან დაკავშირებით და ამის საფუძველზე გადაწყდეს, უნდა გაგრძელდეს თუ არა განხილვები და რა ფორმატში“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
რაც შეეხება იმას, თუ რამდენად გამართლებული იყო სპეცოპერაციის ჩატარება მჭიდროდ დასახელებულ პუნქტში, კობახიძე აცხადებს, რომ ის ამ საქმის ექსპერტი არ არის და კონკრეტულად ვერ ისაუბრებს.
„გამოდიან ადამიანები, რომლებიც სამწუხაროდ იბრალებენ ექსპერტობას ამ სფეროში. მე ყველას ვურჩევდი, რომ ასეთი შეფასებებისგან თავი შეიკავონ. ეს საკითხი უნდა შეფასდეს იმ ადამიანების მხრიდან, ვისაც აქვს შესაბამისი გამოცდილება ამ კუთხით. პირველ რიგში, უნდა დაველოდოთ ინფორმაციას სამართალდამცველი ორგანოებიდან”, – დასძინა კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები