არჩილ თალაკვაძე:ხვალიდან დავუბრუნდებით ცხოვრების მშვიდ რეჟიმს იმის ხარჯზე, რომ ყველა შესაბამისი სტრუქტურა იქნება კვლავ მოწოდების სიმაღლეზე

 

ხვალიდან დავუბრუნდებით ცხოვრების მშვიდ რეჟიმს იმის ხარჯზე, რომ ყველა შესაბამისი სტრუქტურა იქნება კვლავ მოწოდების სიმაღლეზე,-ამის შესახებ უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ „რუსთავი 2“-ის ეთერში გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ჩატარებულ სპეცოპერაციასთან დაკავშირებით განაცხადა.
მისი თქმით, საქართველო არის უსაფრთხო ქვეყანა, და აუცილებელია, რომ გამოძიების პირობებში საზოგადოებას საკმარისი ინფორმაცია ჰქონდეს იმასთან დაკავშირებით, თუ როგორია საფრთხეების დონე საქართველოში.
„გამოძიებამ ნამდილად უნდა გასცეს ყველა ლეგიტმურ შეკითხვას პასუხი. ასევე მოსახლეობას უნდა ჰქონდეს საკმარისი ინფორმაცია იმისათვის თუ როგორია საფრთხეების დონე ქვეყანაში. ჯერჯერობით საფრთხის დონე არის იგივე რაც იყო , საქართველო არის უსაფრთხო ქვეყანა. ჩვენ დავუბრუნდებით ხვალიდან ცხოვრების მშვიდ რეჟიმს, მაგრამ ეს იმის ხარჯზე რომ სპეცსამსახურები, პოლიცია და ყველა შესაბამისი სტრუქტურა იქნება კვლავ მოწოდების სიმაღლეზე,-აღნიშნა თალაკვაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები