ვახტანგ გომელაური:ყველა განხორციელებული ზარი გამოძიებაზე იქნება მიბმული და სერიოზულად შესწავლილი

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი ვახტანგ გომელაური საქართველოს მისამართით სოციალურ ქსელში გავრცელებულ მუქარის შემცველ ვიდეოს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ყველა შემოსული შეტყობინება და განხორციელებული ზარი იქნება მიბმული გამოძიებაზე და სერიოზულად შესწავლილი.

გომელაურის ინფორმაციით, ამა თუ იმ მუქარის შემცველი ზარები ხორციელდება.

”რა თქმა უნდა ვფლობთ ინფორმაციას. ვაკვირდებით ღია წყაროებშიც. ზარები ხორციელდება ამა თუ იმ მუქარით. ეს ყველაფერი, შემოსული ზარი იქნება თუ ”ფეისბუქზე” განხორციელებული მუქარა, ამა თუ იმ მიმართულებით,ყველაფერი იქნება ამ გამოძიებაზემიბმული და მივუდგებით სერიოზულად. ყველა შემოსულ ზარს და sms-სს”, – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები