მამუკა მდინარაძე: საქართველო არის და დარჩება უსაფრთხო ქვეყანათა ჩამონათვალში

საქართველო არის და დარჩება უსაფრთხო ქვეყანათა ჩამონათვალში- ასე გამოეხმაურა ფრაქცია “ ქართული ოცნების” თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე გაბრიელ სალოსის ქუჩაზე განხორციელებულ სპეცოპერაციას.
როგორც მდინარაძემ აღნიშნა, სპეცოპერაციის დეტალებზე გამოძიების დასრულების შემდეგ კომპეტენტური პირები აუცილებლად ისაუბრებენ.

“ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სპეცოპერაციის დროს მოსახლეობის უსაფრთხოების დაცვის ხარისხი ყველა სამსახურის მწყობრი და შეთანხმებული მუშაობის შედეგად უმაღლეს დონეზე იყო აყვანილი, ამისთვის ასევე დიდ მადლობას ვუხდით სამართალდამცველ ორგანოებს. ჩვენი მხრიდან გვინდა შევუერთდეთ პრემიერის მოწოდებას და ჩვენც მოვუწოდოთ სხვადასხვა პოლიტიკოსებს თუ ექსპერტებს, თავი შეიკავონ ნაჩქარევი და რიგ შემთხვევებში, პოპულისტური განცხადებების გაკეთებისგან, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში საქმე არ ეხება რომელიმე პოლიტიკური ჯგუფის, არამედ ქვეყნის სახელმწიფო და საზოგადოებრივი უსაფრთხოების ინტერესებს. ამიტომ, ყველას ვთხოვთ, გაათვიცნობიერონ თითოეული განცხადების თუ თითოეული ფრაზის მოსალოდნელი ნეგატიური შედეგები, აქედან გამომდინარე ჩვენ ვთხოვთ ჩვენს კოლეგებს, ასევე თავი შეიკავონ ნეგატიური განცხადებების გაკეთებისგან, გვექნება ჩვენ იმის დრო, რომ ამაზე დისკუსია გავმართოთ“, – განაცხადა მდინარაძემ.

მამუკა მდინარაძემ მწუხარება გამოთქვა სპეცოპერაციის დროს სპეცრაზმელის გარდაცვალების გამო და სამძიმარი გამოუცხადა, როგორც გარდაცვლილის ოჯახს, ისე მთელ საქართველოს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები