კახა კალაძე სპეცოპერაციის ადგილიდან გაყვანილ ადგილობრივებს მოუწოდებს, თავშესაფრის საჭიროების შემთხვევაში, ისნის გამგეობას დაუკავშირდნენ (ვიდეო)

დედაქალაქის მერია ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე ჩატარებული სპეცოპერაციის ტერიტორიიდან გაყვანილ მოსახლეობას მოუწოდებს, თავშესაფრის საჭიროების შემთხვევაში, ისნის რაიონის გამგეობას და თბილისის მერიას დაუკავშირდნენ, – აღნიშნულის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ მერიაში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.
„ამ ეტაპზე რაც ყველაზე მთავარია, სრულად არის დაცული და უზრუნველყოფილი ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოება. ოჯახები, რომლებიც ცხოვრებენ გაბრიელ სალოსის გამზირზე, გვინდა დავამშვიდოთ და ვუთხრათ, რომ არც ერთი მათგანი არ დარჩება ყურადღების გარეშე და საჭიროების შემთხვევაში, მერია მათ აუცილებლად უზრუნველყოფს საცხოვრებელი ფართებით. ვთხოვთ მოსახლეობას, ვისაც აქვს დროებითი საცხოვრებელი ფართების საჭიროება, დროულად მიმართოს ისნის გამგეობას, რათა მოხდეს მათი რეგისტრაცია და საცხოვრებელ ფართებში გადაყვანა“, – განაცხადა კალაძემ.
მანვე, დაინტერესებულ პირებს მოუწოდა, დაუკავშირდნენ ისნის გამგეობას ნომრებზე: 2 375029, 599 537040 ; ასევე, დარეკონ მერიის ცხელ ხაზზე: 2 722222.
შეგახსენებთ, რომ ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე განხორციელებული სპეცოპერაციის დროს, კორპუსებიდან მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები